რონალდუმ ნაკრებში გოლების რაოდენობა 117-მდე გაზარდა

0
62

კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო დონეზე გატანილი გოლების რაოდენობით თავისივე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. ერთა ლიგის A ლიგის მე-2 ჯგუფში პორტუგალიელებმა შვეიცარია მიიღეს და 4:0 გაიმარჯვეს, ხოლო რონალდუმ დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 188 მატჩში გატანილი 117 გოლია. მეორე ადგილზე ირანელი ალი დაიეა 109 გოლით. პორტუგალიელებიდან თავი ასევე ვილიამ კარვალიომ და ჟოაუ კანსელუმ გამოიჩინეს.
რონალდუმ ნაკრების მაისურით ჩატარებულ ბოლო 6 შეხვედრაში თავი 2-ჯერ გამოიჩინა. იმავე ჯგუფში ესპანეთი ჩეხეთს ესტუმრა და ქულას დასჯერდა – 2:2.