მესიმ სანაკრებო კარიერაში 5-ჯერ პირველად გაიტანა, არგენტინის რეკორდი

0
78

ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნული გუნდის მაისურით 5 გოლი პირველად გაიტანა. ესპანეთის ქალაქ პამპლონა სტადიონ „ელ სადარზე“ არგენტინელები ესტონეთის ნაკრებს შეხვდნენ და 5:0 გაანადგურეს.
მესიმ ანგარიში მე-8 წუთზე პენალტიდან გახსნა, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე დუბლი სეასრულა. მან მეორე ტაიმში თავი 47-ე, 71-ე და 76-ე წუთზე გამოიჩინა.
კარიერის განმავლობაში მესისთვის ეს მეორე პენტა-თრიქია. პირველად მან 5 გოლი „ბარსელონას“ მაისურით 2012 წელს ჩემპიონთა ლიგაში ლევერკუზენოს „ბაიერთან“ (7:1) გაიტანა.
მესიმ არგენტინელთა მაისურით გამართულ ბოლო 4 სეხვედრაში მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო და 2 საგოლე პასი გააკეთა. მან საერთო ჯამში ყველა ტურნირში 22 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 12 გოლი და 11 საგოლე პასი მიითვალა.
მესიმ სანაკრებო კარიერაში თავი 86 გოლს მოუყარა და ლეგენდარულ უნგრელ ფერენც პუშკაშს გაასწრო. სანაკრებო დონეზე ყველა დროისს საუკეთესო ბომბარდირებში 117 გოლით პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ ლიდერობს.
არგენტინის ნაკრებს ზედიზედ 33 თამაში არ წაუგია, რაც „ალბისელესტეს“ რეკორდია.