საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა განაცხადა, რომ ბულგარეთთან ურთიერთშეხვედრების ისტორიის გამოსწორება სურდათ, რაც მოახერხეს. მან ამის შესახებ ერთა ლიგაში სტუმრად ბალკანელებთან 5:2 გამარჯვების შემდეგ ისაუბრა.
ვაკო ყაზაიშვილი: “გვინდოდა, რომ მოგვეგო და ბულგარეთთან ისტორია გამოგვესწორებინა. დიდი მადლობა მინდა გულშემატკივარს გადავუხადო. ძალიან კარგად ვითამაშეთ და მომდევნო მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ, პირველ რიგში ძალები უნდა აღვიდგინოთ. ბედნიერი ვარ, რომ გოლი ისევ გავიტანე და იმედი მაქვს, რომ კიდევ გავიტან. ამ თამაშმა უკვე ჩაიარა, ხვალიდან ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრისთვის მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ“.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში ჩრდილოეთ მაკედონიას 9 ივნისს სკოპიეში შეხვდება.





