„დინამოს“ უპრობლემო სამი ქულა საგურამოში

0
16

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში თბილისის „დინამო“ საგურამოში თანაქალაქელ „ლოკომოტივს“ ესტუმრა და სამი ქულა აოღო.
შეხვედრის პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე დინამოელთა მარცხენა მცველმა ლევან ხარაბაძემ მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა და ზურაბ ზოსიაშვილმა, რომელიც „დაფარება“ ცდილობდა, თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა, რის გამო მთავარმა მსაჯმა გიორგაძემ პენალტი დანიშნა. გიორგი მოისწრაფიშვილმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 0:1.
65-ე წუთზე, ანრი მექვაბიშვილმა მასპინძლების საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა და ეფექტური გოლი გაიტანა – 0:2.
კახა ცხადაძის გაწვრთნილმა „დინამომ“ 29 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიცაზეა, ხოლო ალექსანდრე ინწკირველის ხელმძღვანელობით „ლოკომოტივი“ ჯერ უქულოდაა და ბოლოა.