„ბორუსიამ“ მარკო როზე დაითხოვა

0
35

დორტმუნდის „ბორუსია“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. კლუბის ხელმძღვანელებმა მარკო როზესთან კონტრაქტი შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს.
„სეზონის ინტენსიური ანალიზის კლუბმა გადაწყვიტა წინსვლა განაგრძოს. მარკო როზეს წარმატებას ვუსურვებთ“ – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
45 წლის სპეციალისტი „ბორუსიას“ სათავეში 2021 წლის ზაფხულში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 34 მატჩში 60 ქულა დააგროვა და სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. „ბორუსიამდე“ როზე „ზალცბურგს“ და „მიონხენგლადბახს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი