ლებრონ ჯეიმსი 2022 წელს მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტმენია. Sportico-ს შეფასებით „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელმა 126,9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა – 90 მილიონი სარეკლამო კონტრაქტებიდან, ხოლო 36,9 მილიონი – ხელფასი.
მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ათეული ასე გამოიყურება:
1. ლებრონ ჯეიმსი („ლოს ანჯელეს ლეიკერსი“) – 126,9 მილიონი დოლარი (რეკლამა – 90 მილიონი დოლარი, ხელფასი 36,9 მილიონი დოლარი).
2. ლიონელ მესი (პსჟ) – 122 მილიონი (72+50).
3. კრიშტიანუ რონალდუ („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 115 მილიონი (60+55).
4.ნეიმარი (პსჟ) – 103 მილიონი (65+38).
5.საულ კანელო ალვარესი – 89 მილიონი (84+5).
6. სტეფ კარი („გოლდენ სტეიტი“) – 86,2 მილიონი (41,2 +45).
7. კევინ დურანტი („ბრუკლინ ნეთსი“) – 85,9 მილიონი (37,9+48).
8. როჯერ ფედერერი – 85,7 მილიონი (724000+85 მილიონი).
9. ჯეიმს ჰარდენი („ფილადელფია“) – 76 მილიონი (40+36).
10. ტაიგერ ვუდსი – 73,5 მილიონი (8,5+65).
Sportico-ს ასეულში ნბა-ს 36 კალათბურთელი, ამერიკული ფეხბურთის 25 მოთამაშე, 13 ფეხბურთელი, 12 ბეისბოლისტი და სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლები მოხვდნენ.