პორტუგალიის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ოქროს მედლები „პორტუმ“ მოიგო. 33-ე ტურში სერჟიო კონსეისაუს გაწვრთნილი გუნდი თავის უპრინციპულეს მეტოქეს ლისაბონის „ბენფიკას“ სტუმრად დაუპირისპირდა და 1:0 მოიგო. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე მცველმა ზაიდუ სანუსიმ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში „ბენფიკას“ გოლი არ ჩაუთვალეს, რომელიც დარვინ ნუნიესმა საუცხოო სტილში გაიტანა, რადგან რეფერის ვიდეოასისტენტმა თამაშგარე დააფიქსირა. სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „პორტუ“ მეორე ადგილზე მყოფ ლისაბონის „სპორტინგს“ 9 ქულით ასწრებს.
პორტუელებმა თავის არსებობი ისტორიაში ჩემპიონატი 30-ედ მოიგეს. „ბენფიკამ“ ოქროს მედლები 37-ჯერ მოიპოვა, ხოლო „სპორტინგმა“ – 19-ჯერ.





