„ნანტმა“ საფრანგეთის თასის ფინალი მოიგო. „სტად დე ფრანსზე“ გამართულ შეხვედრაში ანტუან კომბუარეს გაწვრთნილმა ნანტელებმა „ნიცა“ ლუდოვიკ ბლასის მიერ 47-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხეს.
„ნანტმა“ არსებობის ისტორიაში საფრანგეთის თასი მეოთხედ მოიპოვა, ხოლო 1999-2000 წლების სეზონის შემდეგ – პირველად. ცნობისთვის, „ნანტი“ 2000-2001 წლების სეზონში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.
სხვათა შორის, საფრანგეთის თასის ისტორიაში პირველად ფინალი ქალმა არბიტრმა სტეფანი ფრაპარმა იმსაჯა.





