„მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერ ლიგის 36-ე ტურში სტუმრად „ბრაიტონთან“ 0:4 დამარცხდა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ვერ ითამაშებს. 37 ტურის შემდეგ რალფ რანგნიკის გაწვრთნილი გუნდი 58 ქულით მე-6 ადგილზეა, როდესაც ლონდონის „არსენალმა“ 34 ტურში 63 ქულა დააგროვა.
გრემ პოტერის თავკაცობით „ბრაიტონმა“ არსებობის ისტორიაში ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ 365 შეხვედრაში ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. „მანჩესტერი“ სეზონს ისე დაასრულებს, რომ 61 ქულაზე მეტს ვერ მოიპოვებს, რაც მანამდე პრემიერ ლიგაში არასოდეს მომხდარა. გარდა ამისა, „იუნაიტედმა“ მიმდინარე სეზონში 56 გოლი გაუშვა – ყველაზე მეტი 1992 წლის შემდეგ პრემიერ ლიგა შეიქმნა.





