„შალკემ“ ერთწლიანი პაუზის შემდეგ გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნდა. მეორე ბუნდესლიგის 33-ე ტურში მიხაილ ბიუსკენის გაწვრთნილი გუნდში შინ „ზანკტ-პაულის“ შეხვდა და 3:2 გაიმარჯვა. გელზენკირხენელებმა 62 ქულა დააგროვეს და უმაღლეს დივიზიონში თამაში ერთი ტურით ადრე გაინაღდეს.
შარშან „შალკემ“ პირველ ბუნდესლიგაში ბოლო ადგილი დაიკავა და 1988 წლის შემდეგ პირველად ქვედა ლიგაში გავარდა.
გელზენკირხენელებმა არსებობის ისტორიაში გერმანიის ჩემპიონატი 7-ჯერ, ხოლო თასი 5-ჯერ მოიგეს. გარდა ამისა, „შალკე“ უეფას თასის მფლობელია.





