ანჩელოტი: „ამ კლუბის ისტორია გვეხმარება, რომ არასოდეს დავნებდეთ“

0
69
კარლო ანჩელოტის თქმით, „რეალის“ ისტორია სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს ეხმარება მაშინაც არ დანებდნენ, როდესაც თითქოს ისე ჩანს, რომ თითქოს ისინი ტურნირიდან უკვე გავარდნენ. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში შინ „მანჩესტერ სიტისთან“ დამატებით დროში მოგებული მატჩისა და ფინალში გასვლის მერე განაცხადა.
„ვერ ვიტყვი, რომ ასეთ ცხოვრებას მივეჩვიეთ, მაგრამ „სიტისთან“ შეხვედრაში მოხდა, უკვე იყო პსჟ-სთან და „ჩელსისთან“. თუ მკითხავთ ეს როგორ ხდება, გიპასუხებთ, რომ ამ კლუბის ისტორია გვეხმარება მაშინაც არ დავნებდეთ, როდესაც ისე ჩანს თითქოს უკვე გავვარდით.
მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო ძალა მოვიკრიბეთ. ჩვენ კარგად ვითამაშეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან. როდესაც ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გავათანაბრეთ, დამატებით დროში ფსიქოლოგიური უპირატესობა გვქონდა. ძლიერ მეტოქესთან კარგად ვითამაშეთ.
გაგვიჭირდა, რადგან „სიტი“ აკონტროლებდა თამაშს, მაგრამ ბოლო მომენტში მისი დამატებით დროში გადაყვანა მოვახერხეთ. მიხარია, რომ პარიზში გასამართ ფინალში კიდევ ერთ ძლიერ მოწინააღმდეგეს შევხვდები. ჩვენ მსგავს რამეს მიჩვეული ვართ. მომავალი დაპირისპირება ფანტასტიკური იქნება“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს BBC.
28 მაისს, პარიზში „სტად დე ფრანსზე“ გასამართ ფინალში „რეალი“ იურგენ კლოპის გაწვრთნილ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.