იურგენ კლოპი: „გადაწყვეტილია არაფერია, იოლი თამაში არ გველოდება“

0
50

„ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს მიაჩნია, რომ „ვილიარეალთან“ დაპირისპირებაში გადაწყვეტილი არაფერია და მისი გუნდისთვის უკეთესია თუ სტუმრადაც ისე კარგად ითამაშებს, როგორც ეს სახლში მოახერხა.
„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილი არაფერია და ეს ვიცით. საუკეთესო შემთხვევაში პირველი მატჩის შედეგის იგნორირება შეგვიძლია. ეს რომ სათასო დაპირისპირენა ყოფილიყო, რომელიც მხოლოდ ერთი მატჩისგან შედგება და ვილიარეალში წასვლა გვიწევდეს, ჩვენ მოგებას ვეცდებოდით – ახლაც გამარჯვებას ვეცდებით.
აბსოლუტურად ნათელია, რომ მეტოქე ბოლომდე დაიხარჯება. ეს პირველი თამაშის მერეც ცნობილი იყო იმის გათვალიწინებით თუ რა თქვა ემერიმ და რა შემადგენლობით ითამაშეს ლა ლიგის განვლილ ტურში – მგონი სასტარტოში 8 ახალი მოთამაშე იყო და კიდევ 2 ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე კვლავ პირველი წუთიდან იმყოფებოდა, შესვენებაზე შეცვალეს.
ასე რომ იოლი მატჩი არ გველოდება, მაგრამ ყველაფერი წესრიგშია, რადგან ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალი რთული უნდა იყოს, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. სახლში კარგად ვითამაშეთ და ჩვენთვის უკეთესია თუ სტუმრადაც იმავეს გავაკეთებთ“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს „ლივერპულის“ ოფიციალური ვებგვერდი.