ყაზაიშვილის გუნდის მოგებათა სერია ჩემპიონთა ლიგაში შეწყდა

0
25
라킨스타디움(말레이시아, 조호르바루)/ 2022 AFC 챔피언스리그/ ACL/ 조별예선/ I조/ 울산현대축구단 vs 가와사키프론탈레/ 울산 바코 득점/ 골 세레머니/ 사진 김정수

აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ სამი მატჩის მოგების შემდეგ, „ულსანი“, სადაც ვაკო ყაზაიშვილი გამოდის, სტუმრად მალაიზიის „ჯოჰორთან“ 1:2 დმარცხდა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეელებმა მალაიზიელებთან პირველი თამაში საკუთარ მოედანზეც ანალოგიური ანგარიშით წააგეს.
შაბათს გამართული მატჩის მე-5 წუთზე მასპინძლები ველასკესმა დააწინაურა, ხოლო ერთ წუთში სტუმრებიდან თავი ამანომ გამოიჩინა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე „ულსანის“ ფეხბურთელმა პარკმა ავტოგოლი მიითვალა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს.
„ულსანი“ 10 ქულით I ჯგუფში მე-3 ადგილზეა. პირველი ადგილი 13 ქულით „ჯოჰორს“ უკავია, ხოლო მეორეზე 11 ქულით იაპონური „კავასაკი ფრონტალე“. ჩინეთის „გუანჯოა“ უქულოდაა და ბოლო პოზიციაზეა.