მიქაუტაძემ „სერენი“ უმაღლეს დივიზიონში დატოვა

0
34

„სერენმა“ ბელგიის უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. შარშან, „სერენის“ ზედლა ლიგაში აღზევებაში უდიდესი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ შეიტანა. ამჯერადაც, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ გუნდი ქვედა ლიგაში არ დაქვეითდა.
პლეი-აუტის პირველ შეხვედრაში „სერენმა“ სტუმრად „მოლენბეკი“ მიქაუტაძის ერთადერთი გოლით დაამარცხა – 1:0, ხოლო საპასუხო შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
21 წლის მიქაუტაძემ ბელგიის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 28 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო.