გვარდიოლა: „8:0 უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ეს შესაძლოა იუპიტერზე ან მარსზე მოხდეს“

0
50

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოალს სჯერა, რომ მის გუნდს მადრიდში გაამრჯვება და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში შინ „რეალტან“ 4:3 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ორივე გუნდისთვის ფანტასტიკური თამაში იყო. ბევრი რამ კარგად გავაკეთეთ. სამწუხაროდ გოლები გავუშვით და უფრო მეტი ვერ გავიტანეთ. თუმცა, დაპირისპირება ორმატჩიანია და ერთი კვირის შემდეგ კიდევ მორიგი შეხვედრა გველოდება.
ფანტასტიკურად ვითამაშეთ წარმოუდგენლად ძლიერ გუნდთან. ვფიქრობ, მეტოქეს პირველ ტაიმში მომენტები ვაჩუქეთ და თამაშში დაბრუნდნენ, რადგან მანამდე ძალიან ნერვიულობდნენ. გარდა ამისა, მადრიდელები ძლიერ პრესინგს გვეთამაშებოდნენ.
საქმე ფინალში გასვლას ეხება და ფეხბურთში ზოგჯერ მსგავსი რამ ხდება. მადრიდში წავალთ და მომდევნო თამაშის მოგებასაც ვეცდებით. თქვენ გამხიარულდით? ვინ არ იმხიარულებდა, მაგრამ 8:0 ანგარიში უკეთესი იქნებოდა. თუმცა, ეს შესაძლოა იუპიტერზე ან მარსზე მომხდარიყო, მაგრამ მადრიდის „რეალთან“ მატჩებში ჩვეულებისამებრ მსგავსი რამ არ ხდება.
ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში „ტოტენჰემთან“ გავვარდით, როდესაც ლორიენტემ ხელით ითამაშა. დღეს, ლაპორტის ხელი იყო და ასეთი რამ ხდება. ყველაფერი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ისაა, რომ ვითამაშოთ იმ დონეზე როგორც ვთამაშობთ. „რეალს“ ისეთი თვისება აქვს, რომ შეუძლია დაგსაჯოს.
იმის გათვალისწინებით როგორ ვითამაშეთ ბურთით და მის გარეშე, მეტს ვერ მოვითხოვ. მოთამაშეებს ვეუბნები, რომ დაისვენონ. ახლა ყველაზე მთავარი „ლიდსთან“ მატჩია, ხოლო მადრიდში მოსაგებად წავალთ. ორივე გუნდს შეტევა და ხარისხიანი ფეხბურთის თამაში სურს.
ფეხბურთი ფანტასტიკური სანახაობაა. ვულოცავ კარლო ანჩელოტის და მის გუნდს, ისინი ძალიან კარგები არიან. ამავე დროს თავად დაინახეთ, რომ ფინალში გასვლა შეგვიძლია“ – იუწყება გვარდიოლას ნათქვამს BBC.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 4 მაისს მადრიდში “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარდება.