ანჩელოტი: „ყველაფერი ნორმალურადაა, „სანტიაგო ბერნაბეუს“ მაგიას ველოდებით“

0
44

კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში „სიტისთან“ პირველი მატჩი მისი გუნდისთვის ცუდი შედეგით დამთავრდა, რომელმაც შესაძლოა ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი გადაწყვიტოს. მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ მანჩესტერში 3:4 წაგების შემდეგ ისაუბრა.
„ პირველი მატჩი ჩვენთვის არცთუ კარგი შედეგით დასრულდა. თავი ცუდად დავიცავით და ოთხი გოლი გავუშვით. ამ შედეგმა შესაძლოა დაპირისპირების ბედი გადაწყვტიტოს. „სიტი“ ძლიერი მეტოქეა, რაც დღეს აჩვენა, მაგრამ ჩვენ კონკურენცია გავუწიეთ. ფინალში გასვლის გასაღები დაცვაში საუკეთესოდ თამაში იქნება. პოზიციების ოთხი მცველით დახურვა არ შეიძლება და ნახევარდაცვის დახმარება საჭიროა. ჩვენ ინდივიდუალური დუელები წავაგეთ და უფრო ყურადღებით უნდა ვიმოქმედოთ. მომენტები გვქონდა, მაგრამ უბურთოდ რთულ ვითარებაში ვვარდებოდით. თუმცა, თავდაჯერების შენარჩუნება აუცილებელია.
ბენზემას მიერ პენალტის დარტყმას რაც შეეხება, ჩვენ შემსრულებლის შეცვლაზე არც გვიფიქრია, რადგან ქარიმის გვჯერა. მან სხვაგვარად დაარტყა – ქარიმისგან მარჯვენა კუთხეში დარტყმას ელოდებიან, მაგრამ ამჯერად ბურთი ცენტრისკენ გაგზავნა. ყველაფერი ნორმალურადაა და საპასუხო მატჩში „სანტიაგო ბერნაბეუს“ მაგიას ველოდებით.
„მანჩესტერ სიტი“ ძალიან კარგად თამაშობს. განვლილ მატჩში უარყოფით ისაა, რომ ოთხი გოლი გავუშვით, ხოლო დადებითი სამი ბურთის გატანაა“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს Marca.