გიორგი მიქაუტაძემ „სერენს“ მოაგებინა, რომელიც ბელგიის უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.
„სერენმა“ რეგულარული სეზონი 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზე დაასრულა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად „მოლენბეკს“ დაუპირისპირდა. მიქაუტაძის გუნდმა პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სტუმრად ჩაატარა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით გაიმარჯვა. მან მეტოქის კარი 45-ე წუთზე აიღო, როდესაც ბურთი მეტოქის საჯარიმოში ხაზთან მიიღო და შორეულ კუთხეში ეფექტურად დაარტყა. „სერენი“ პლეი-ოფის მეორე შეხვედრას შინ 30 აპრილს ჩაატარებს.





