გიორბელიძე დრეზდენელთა სასტარტოში დაბრუნდა

0
57
Fußball: 2. Bundesliga, Saison 2021/2022, 31. Spieltag, Fortuna Düsseldorf - Dynamo Dresden am 22.04.2022 in der Merkur Spiel Arena in Düsseldorf Nordrhein-Westfalen. Dresden s Guram Giorbelidze im Zweikampf mit Düsseldorf s Khaled Narey DFL REGULATIONS PROHIBIT ANY USE OF PHOTOGRAPHS AS IMAGE SEQUENCES AND/OR QUASI-VIDEO. *** Soccer 2 Bundesliga, season 2021 2022, 31 matchday, Fortuna Düsseldorf Dynamo Dresden on 22 04 2022 at Merkur Spiel Arena in Düsseldorf North Rhine Westphalia Dresden s Guram Giorbelidze in duel with Düsseldorf s Khaled Narey DFL REGULATES PROHIBIT ANY USE OF PHOTOGRAPHS AS IMAGE SEQUENCES AND OR QUASI VIDEO Copyright: xChristopherxNeundorfx

გურამ გიორბელიძემ ერთთვიანი პაუზის შემდეგ დრეზდენის „დინამოს“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. მე-2 ბუნდესლიგის 31-ე ტურში დრეზდენელები სტუმრად დიუსელდორფის „ფორტუნას“ შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობის დროს აგებდნენ, ქულა მაინც აიღეს.
მასპინძლები 31-ე წუთზე აპელკამპმა დააწინაურა, ხოლო ხუთ წუთში მეორე გოლი ვიისმა გაიტანა. 71-ე წუთზე ვილმა ერთი ბურთი გაქვითა. „დინამოდან“ გამთანაბრებელი გოლი მე-80 წუთზე კონიგრსდორფერმა გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გიორბელიძემ შეუცვლელად ითამაშა და 44-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ის გერმანულ კლუბში სეზონის ბოლომდე ავსტრიის „ვოლფსბერგერმა“ გაანათხოვრა. „დინამო“ 30 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 პოზიციაზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას 30-ე ტურში „კრაკოვია“ „რადომიაკს“ ეწვია და 1:0 მოიგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე სასტარტოში არ იყო და თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო. გამარჯვებულებიდან ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე მუშორმა გაიტანა. „კრაკოვია“ 41 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.