მამარდაშვილი განაცხადში არ იყო – ვინ ითამაშებს თასის ფინალში?

0
65

„ვალენსიას“ სასტარტო შემადგენლობაში როგორც ესპანეთის ლა ლიგაში. ასევე თასზე ზედიზედ 11 მატჩის სასტარტო შემადგენლობაში ჩატარების შემდეგ, 33-ე ტურში სტუმრად „ვილიარეალთან“ 0:2 წაგებულ შესვედრაში გიორგი მამარდაშვილი განაცხადში ვერ მოხვდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ამჯერად კარში ადგილი ნიდერლანდელ იესპერ სილესენს ანდო.
„ვილიარეალმა“ შეხვედრა პირველ ტაიმში გრუნეველდ დანჯუმას დუბლით მოიგო, რომელმაც მე-10 წუთზე ანგარიში პენალტიდან გახსნა, ხოლო 7 წუთში სტუმართა კარი კიდევ ერთხელ აიღო.
მატჩის შემდეგ ბორდალასმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის არყოფნა ასე განმარტა:
„ადრეც ვთქვი, სამივე მეკარე კარგად ვარჯიშობს. დღეს არჩევანი სილესენზე შევაჩერე. ეს იყო თამაში, რომელშიც გადავწყვიტე, რომ იასპერი უნდა ყოფილიყო, დანარჩენს კი შაბათს ვნახავთ, ვინ ითამაშებს.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მამარდაშვილმა არ ითამაშა, ის იყო, რომ მოგეხსენებათ, მეორე გუნდიდან მხოლოდ 3 ფეხბურთელის თამაშია დასაშვები. ცენტრალური მცველების დასვენება მოგვიწია, რადგან ტრავმების რისკზე ვერ წავიდოდით. მაგალითად, გაბრიელ პაულისტა ჯერ 100%-ით მზად არ არის და ვიმედოვნებთ, რომ ფინალისთვის სრულად მომჯობინდება. ვეცადეთ, რომ თავი დაგვეზღვია. ამიტომაც ითამაშეს რუბენ ირანცომ, კრისტიან მოსკერამ და ხესუს ვასკესმა”.
“ვალენსია” 42 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 პოზიციაზეა.
23 აპრილს ესპანეთის თასის ფინალში სევილიაში „ვალენსია“ „ბეტისს“ შეხვდება და იმედია, ბორდალასი სასტარტო შემადგენლობაში მამარდაშვილს დააყენებს.