ბეგლარიშვილის გამარჯვების გოლი ესტონეთში

0
65

ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის ჩემპიონატში თავისი მეხუთე გოლი გაიტანა. მე-8 ტურში ტალინის „ლევადიამ“, სადაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის, „კურესარე“ მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი სწორედ ბეგლარიშვილის ანგარიშზეა, რომელმაც თავი 75-ე წუთზე გამოიჩინა. მან მიმდინარე სეზონში ესტონეთის ჩემპიონატში 7 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო. მის მსგავსად 5 გოლი ამ სეზონში კიდევ 3 ფეხბურთელმა გაიტანა. მოქმედი ჩემპიონი „ლევადია“ 19 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ „ფლორას“, მაგრამ მეტოქეზე ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა.