კრიშტიანუ რონალდუ ტოპ-5 ლიგის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ოფიციალურ შეხვედრებში 50 ჰეთ-თრიქი შეასრულა. ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ „ნორვიჩი“ პორტუგალიელის სამი გოლით 3:2 დაამარცხა.
რონალდუმ კარიერის განმავლობაში საკლუბო დონეზე მადრიდის „რეალში“ 44 ჰეთ-თრიქი მიითვალა, ხოლო „იუვენტუსში“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ – 3-3.
გარდა ამისა, მან 10 ჰეთ-თრიქი პორტუგალიი ეროვნულ ნაკრებში გაახერხა. აღსანიშნავია, რომ ამ სტატისტიკაში ის შეხვედრებიც მოხვდა, რომლებშიც 37 წლის ფეხბურთელმა სამ გოლზე მეტი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში „რონალდუმ“ მანჩესტერელტა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 35 თამაშში მეტოქეთა კარი 21-ჯერ აიღო და 3 საგოლე პასი გააკეთა.





