ჩაკვეტაძეს მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვს – სანიოლი “ჰამბურგის” სტადიონზე

0
54

გიორგი ჩაკვეტაძეს „ჰამბურგში“ ისევ ისევ ცოტა სათამაშო დრო მისცეს. გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 30-ე ტურში ჰამბურგელებმა „კარლსრუე“ მიიღეს და 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
მასპინძლები 23-ე წუთზე გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა გლატცელმა დააწინაურა. 32-ე წუთზე ვუშკოვიჩმა მეორე გოლი გაიტანა, ხოლო 68-ე წუთზე ვაგნომანმა სტუმართა კარი კიდევ ერთხელ აიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო. „ჰამბურგი“ 48 ქულით მე-6 ადგილზეა და ლიდერთა სამეულში მყოფ „შალკეს“, „ზანქტ-პაულს“, ასევე „ვერდერს“ 5 ქულით ჩამორჩება.
ჩაკვეტაძემ, რომელიც „გენტმა“ „ჰამბურგში“ ზამთარში გაანათხოვრა და ის 10 შეხვედრიდან სასტარტო შემადგენლობაში 2-ჯერ მოხვდა. არადა, ბელგიური კლუბიდან სწორედ იმიტომ წავიდა, რომ მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა.
ცნიბისთვის, “ჰამბურგი” – “კარლსრუეს” შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგი მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრო.