შოთა არველაძის დანიშვნის შემდეგ „ჰალ სიტიმ“ ინგლისის ჩემპიონშიფში ზედიზედ ორი თამაში პირველად მოიგო. 42-ე ტურში ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა „კარდიფი“ მიიღო და 2:1 გაიმარჯვა.
მატჩის მე-8 წუთზე ანგარიში ირანელმა საიადმანეშმა გახსნა, ხოლო სამ წუთში კოილმა მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე ფლინტმა გაიტანა.
არველაძის „ჰალში“ მისვლის მერე, გუნდმა მხოლოდ მეორე საშინაო შეხვედრაში გაიმარჯვა. პირვლად ქართველის ხელმძღვანელობით ჰალელებმა თავის მოედანზე 3 ქულა 29 იანვარს აიღე. მაშინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდს ინგლისურ გუნდში დებიუტი ჰქონდა. „ჰალი“ 47 ქულით 24 გუნდში მე-19 ადგილზეა.






