ქუთაისის „ტორპედომ“ ნახევარმცველი ლევან არველაძე დაიმატა. 29 წლის ფეხბურთელი საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი, მაგრამ მთელი კარიერა უკრაინაში გაატარა.
ის თავდაპირველად დნიპროს „დნიპროს“ დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა. შემდეგ, სტრუის „სკალაში“, „ნაფტოვიკ-უკრნაფტაში“, ჩერნიგოვის „დესნაში“ და ლუგანსკის „ზორიაში“ ასპარეზობდა.
არველაძე „დესნაში“ 2019-2020 წლის სეზონის წინ დაბრუნდა და რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრმადე, სწორედ ამ კლუბის ღირსებას იცავდა. მან მიმდინარე სეზონში უკრაინის პრემიერ ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.





