ვლადიმირ ვაისი: „ხვიჩას ინსინიეს ადგილზე თამაში თავისუფლად შეუძლია“

0
67

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ სათამაშოდ მზადაა.
„ვფიქრობ, ხვიჩა „ნაპოლიში“ გადასასვლელად მზადაა. მას ყველა თვისება აქვს, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს. თუ ტრანსფერი შედგება ძალიან გამეხარდება. „ნაპოლი“ კარგი გუნდია, ხოლო ხვიჩას ინსინიეს ადგილზე თამაში თავისუფლად შეუძლია. ჩემი აზრით, ის საკუთარ თვისებებს გამოავლენს: სისწრაფე, დრიბლინგი, საგოლე გადაცემები. ხვიჩა დიდი ტალანტია და შეუძლია საუცხოო კარიერა ააწყოს. ყველაფერი მასზე დამოკიდებული, მაგრამ ყველა თვისება აქვს“ – განაცხადა სლოვაკმა სპეციალისტმა championat.com-თან.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში დებიუტი სწორედ ვაისის დროს ჰქონდა.