იულიან ნაგელსმანი: „წაგება დავიმსახურეთ“

0
40

„ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს მიაჩნია, რომ „ვილიარეალთან“ დამსახურებულად დამარცხდნენ. გერმანელმა სპეციალისტმა ამის თაობაზე ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში სტუმრად ესპანელებთან 0:1 წაგების შემდეგ ისაუბრა.
„ჩვენ წაგება დავიმსახურეთ. გუნდი არცთუ კარგად გამოიყურებოდა. პირველ ტაიმში დაცვაში სიმძლავრე დაგვაკლდა, ხოლო თავად შეტევაში მომენტებს ვერ ვქმნიდით. მეორე ტაიმი აბსოლუტურად გიჟური აღმოჩნდა ჩვენ კონტროლი იმიტომ დავკარგეთ, რომ გოლის გატანა ძალიან გვსურდა, მაგრამ შესაძლოა კიდევ ორი გაგვეშვა“ – ციტირებს ნაგელსმანს უეფას ვებგვერდი.