მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-4 ფეხბურთელია, რომელმაც 80 ან მეტი ბურთი გაიტანა.
ოთხშაბათს, ნახსენები ტურნირის 1/4-ფინალის პირველ მატჩში „რეალმა“ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ჰეთ-თრიქის წყალობით სტუმრად ლონდონის „ჩელსი“ 3:1 დაამარცხა. მის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაში 82 გოლია.
„რეალის“ ფორვარდი მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს (140 გოლი), პსჟ-ს ფრანგ თავდამსხმელ ლიონელ მესის და მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელ შემტევს რობერტ ლევანდოვსკის (85 გოლი) ჩამორჩება.
34 წლის ბენზემამ კარიერაში საკლუბო დონეზე ყველა ტურნირში ჩატარებულ 595 მატჩში 316 გოლი გაიტანა, ხოლო ნაკრებში გამართულ 94 შეხვედრაში მეტოქეები 36-ჯერ დაამწუხრა.





