პეპ გვარდიოლა: „ამ სულელურ კამათზე წამსაც არ დავხარჯავ“

0
69

პეპ გვარდიოლას მიაჩნია, რომ მადრიდის „ატლეტიკოს“ სათამაშო სტილის კრიტიკა არ ღირს. „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ხვალ ჩემპიონთა ლიგაში შინ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გასამართ მატჩამდე განაცხადა.
„ ჩემპიონთა ლიგის მატჩების წინ ყოველთვის ბევრს ვფიქრობ. ხვალ ახალ ტაქტიკას იხილავთ. ბევრს ვფიქრობ და ესაა მიზეზი, რომ ჩემპიონთა ლიგაში კარგი შედეგი მაქვს. მოსაწყენი იქნებოდა, რომ ერთი და იმავე ტაქტიკით ვითამაშოთ. არც ისე სასიამოვნოა თუ ხალხი ფიქრობს, რომ “ატლეტიკოსთან” და “ლივერპულთან” ერთნაირ ტაქტიკას ვირჩევ.
ამ სულელურ კამათზე წამსაც არ დავხარჯავ. თითოეული გამარჯვებას ცდილობს. თუ ისინი იგებენ ე.ი. მართლები არიან. თუ ჩვენ ვიმარჯვებთ, მაშინ ჩვენ ვართ მართლები. განსხვავებას მოთამაშეები ქმნიან.
ჩვენც გვიწევს ხოლმე ასე თამაში და მიღწეული შედეგის შენარჩუნება. ეს ფეხბურთის ნაწილია. მე „ატლეტიკოს“ სტილის კრიტიკას არ დავიწყებ, არამედ, ანალიზს ჩავატარებ რათა კარგ შედეგს მივაღწიო მადრიდში გასამართ მატჩამდე.
რას ნიშნავს ულამაზო თამაში? ჩემი გუნდი „ოლდ ტრაფორდზე“ 1:0 იგებდა და ბერნარდუ სილვამ კუთხურის ჩაწოდებაზე 5 წუთი დახარჯა. ეს ულამაზო კი არა, ანგარიშის შენარჩუნებაა. მეტოქეებს და იმას რასაც ისინი აკეთებენ, არასოდეს ვაკრიტიკებ“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს skysports.com.