გიორგი ქვილითაიამ სერიოზული ტრავმა მიიღო

0
78

გიორგი ქვილითაია აპოელს მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი კვიპროსის ჩემპიონატის განვლილ ტურში „ანორთოსისთან“ (1:4) წაგებულ მატჩში მე-19 წუთზე შეცვალეს და მოედნიდან საკაცით გაიტანეს.
კვიპროსული მედიის ინფორმაციით 28 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ბოლო პერიოდში აპოელს კაპიტნობდა, ფეხი მოიტეხა. ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში აპოელში 22 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.