იურგენ კლოპი: „ბენფიკასთან“ მაქსიმალურად კარგად უნდა ვითამაშოთ“

0
77

„ლივერპულის“ მთავარი მწვთნელის იურგენ კლოპის თქმით, მისმა გუნდმა ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში სტუმრად ლისაბონის „ბენფიკასთან“ გასამართ პირველ მატჩში მაქსიმალურად კარგად უნდა ითამაშოს.
„მე იმაზე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უკეთესად უნდა ვითამაშოთ, არამედ, ჩემი აზრით მაქსიმალურად კარგად უნდა გამოვიდეთ. დანარჩენ თამაშებზე ასეთი გეგმა გვაქვს. შესაძლოა, „ბენფიკა“ ჩემპიონატში იმ ადგილზე არაა, რომელზეც სურს, მაგრამ რთული მეტოქეა. ეს გამოცდილი გუნდია, რომელიც მაღალი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. საინტერესო გამოცდა გველოდება. თუმცა, ასეც უნდა იყოს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ და თამაშს მოუთმენლად ველოდები“ – ციტირებს გერმანელს სპეციალისტს liverpoolecho.co.uk
„ბენფიკა“ – „ლივერპულის“ დაპირისპირება ლისაბონში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.