ბრატისლავის „სლოვანმა“, რომელშიც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოდიან, დერბიში ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მეტოქე ტრნავის „სპარტაკი“ სტუმრად მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ბრატისლაველებიდან 84-ე წუთზე შაპონიჩმა გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კაშია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ვლადიმირ ვაისმა გამოცდილი მცველი 71-ე წუთზე შეცვალა. ნახევარმცველმა კანკავამ კუნთის ტრავმა მოირჩინა და განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია.
„სლოვანი“ 63 ქულით ზედა ექვსეულში პირველ ადგილზეა და 14 ქულით სჯობს მეორეადგილოსაბ „რუჟემბეროკს“, ხოლო 16-ით მესამე პოზიციაზე მყოფ ტრნაველებს. წესით “სლოვანს” ტიტულის შენარჩუნებაში ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს.





