ბეგლარიშვილის ოთხი გოლი ოთხ მატჩში

0
24

ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთში სეზონი ძალიან შედეგიანად დაიწყო. მოქმედი ჩემპიონის ტალინის „ლევადიას“ შემტევმა ნახევარმცველმა 4 მატჩი ჩაატარა და მოედანი უგოლოდ არცერთში დაუტოვებია.
მეოთხე ტურში ტალინელები შინ „ტამეკას“ შეხვდნენ და მე-12 წუთზე, როდესაც 1:0 იგებდნენ ბეგლარიშვილმა მეტოქის კარი მეორედ აიღო – ბურთის საჯარიმოში მიღების შემდეგ ერთ მცველს გასცდა და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. 31 წლის ფეხბურთელი 30-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 73-ეზე შეცვალეს.
„ლევადია“ 10-გუნდიან ჩემპიონატში 12 ქულით მეორე ადგილზეა და 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ „ფლორას“, მაგრამ თანაქალაქელებზე ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარა.