აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ,,ტორპედოს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთბლივ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობას, სტუდენტებისა და სპორტსმენებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტიობების დაგეგმვასა და განხორციელებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ,,ტორპედოს“ შესახებ წიგნის გამოცემასა და ა.შ.
დოკუმენტს ხელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, შალვა კირთაძემ და ,,ტორპედოს“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მჭედლიძემ მოაწერეს. შეხვედრას ტორპედოს პრეზიდენტი დავით კერესელიძე, კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ანა წერეთელი, მედია ოფიცერი თორნიკე ღვინიანიძე, მემორანდუმის გაფორმების ინიციატორი, პროფესორი რობერტ გოლეთიანი და სხვა პირები დაესწრნენ.





