17-წლამდე ასაკობრივი ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო ციკლს, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფში – ინგლისს, ისრაელს და ლიეტუვას დაუპირისპირდება.
მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე – 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.
ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ელიტ რაუნდში მოხვდებიან.
25 ოქტომბერი | საქართველო V ისრაელი
28 ოქტომბერი | საქართველო V ინგლისი
31 ოქტომბერი | საქართველო V ლიეტუვა




