19-წლამდელებმა ელიტ რაუნდში გამოსვლა ხორვატებთან გამარჯვებით დაასრულეს

0
50

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, ელიტ რაუნდის მე-4 ჯგუფში ბოლო მატჩი მასპინძელ ხორვატებთან ჩაატარა, რომელიც მინიმალური ანგარიშით მოიგო.
მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო 77-ე წუთზე ხორვატების კარი ქართველების კაპიტანმა გიზო მამაგეიშვილმა აიღო. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 4 ქულა დააგროვა და მე-3ვადგილზე გავიდა. მაისურაძის შეგირდები ხორვატებთან შეხვედრამდე სასტარტო მატჩში რუმინეთთან 1:5 დამარცხდნენ, ხოლო ისლანდიასთან 1:1 ითამაშეს.
ჯგუფში პირველი ადგილი და შესაბამისად სლოვაკეთში გასამართი ევრო 2022-ის ფინალური საგზურის ეტაპი რუმინეთმა მოიპოვა, რომელიც ბოლო ტურში ისლანდიასტან 0:3 დამარცხდა, მაგრამ მანამდე 6 ქულა აიღო და სკანდინავიელებთან დაპირისპირება ჭაბუკი ვლახებისთვის არაფერს წყვეტდა. ისლანდიამ 4 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა, რადგან ქართველებს გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობა. ხორვატებმა მხოლოდ ქულა აიღეს.
საქართველო – ხორვატია 1:0 (0:0)
29 მარტი. კარლოვაცი. სტადიონი „ბრანკო ჩავლოვიჩ-ჩავლეკი“.
საქართველო:
თანდილაშილი, დუნდუა, ხვადაგიანი (პირტახია, 68), ლაცაბიძე, გიზო მამაგეიშვილი (კ), გოგნაძე (ბაგრატიონი, 80), ოთარ მამაგეიშვილი, კეკელიძე, აბუაშვილი (გვიშიანი, 90), სიხარულაშვილი (წულუკიძე, 69).
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.
გოლი: 1:0 მამაგეიშვილი (77)
გაფრთხილება:
ხვადაგიანი (32), ლუსავეცი (37), სტოიკოვიჩი (41), ცვიჯანოვიჩი (63), ლაცაბიძე (90).
მთავარი მსაჯი: ვალტერ ალტმანი (ავსტრია)