18-წლამდელებმა პორტუგალიის ტურნირი მოუგებლად დაამთავრეს

0
53

საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ლაშა ფირცხალაიშვილი წვრთნის პორტუგალიის საერთაშორისო ტურნირში გამოსვლა დაასრულა.
ქართველი ჭაბუკები ბოლო შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდნენ და ზედიზედ მეორე უგოლო გფრე ითამაშეს. მანამდე, ფირცხალაიშვილის გაწვრთნილი გუნდი სლოვაკ თანატოლებს დაუზავდა.
ჩვენს 18-წლამდელებს ტურნირში არცერთი შეხვედრა მოუგიათ – სტარტზე მასპინძელ პორტუგალიასთან 0:5 წააგეს.
საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია 0:0
29 მარტი. მაია. დრ. ჟოზე ვიერია კარვალიო.
საქართველო:
იობაშვილი, გოგლიჩიძე, მორჩილაძე (კ), დათუაშვილი, კვერენჩიხილაძე, კაკულია, ანანიძე, ღურწკაია, იობაშვილ, გოცირიძე, ხაბულიანი.
მთავარი მწვრთნელი:
ლაშა ფირცხალაიშვილი.