19 წლამდე გოგონათა ნაკრები B ლიგის მატჩებისთვის ემზადება

0
30

საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდის მატჩებისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ემზადება.

ლავრენტი დავითაშვილის გუნდი 3 აპრილს ანდორაში გაემგზავრება, სადაც სომხეთის, სლოვაკეთის და B5 ჯგუფის მასპინძელი ანდორის 19-წლამდე გოგონათა ნაკრებს დაუპირისპირდება.
საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის ფარგლებში, ბ ლიგაში მოთამაშე გუნდები ა ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძოლებენ. ბ ლიგის 6 ჯგუფის გამარჯვებულთან ერთად, ა ლიგის საგზურს საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს.
19-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: ეკა თაბაგარი („კოლხეთი“, ხობი), ლიკა ცუხურკაიძე („ბახტრიონი“, ახმეტა).
მცველები: ნინო ჯგუშია („ნორჩი დინამო“, თბილისი), დიანა ბაქრაძე („დინამო“, სოხუმი), თამარ სვანიძე („კოლხეთი“, ხობი), მარი ბეგიაშვილი („ნიკე“, თბილისი), ელენე ენჯიბაძე („გორი იუნაიტედი“).
ნახევარდაცვა: მარიამ ცისკარიშვილი („ბახტრიონი“, ახმეტა), ანა გობრონიძე („ლანჩხუთი“), ნატა კვირკვაია („კოლხეთი“, ხობი), მაიკო ბებია („ნიკე“, თბილისი), ელენე კახნიაშვილი („ნორჩი დინამო“, თბილისი), მარიამ კაპანაძე („ლანჩხუთი“), ლიზი დიასამიძე („ბათუმი“), რუსუდან მანაგაძე („გორი იუნაიტედი“), ანა კვახაჯელიძე („დინამო“, სოხუმი), ლიკა ქობალავა („კოლხეთი“, ხობი).
თავდასხმა: მარიამ მოდრეკილაძე („ნორჩი დინამო“, თბილისი), ლიკა მანუჩარიშვილი („ნორჩი დინამო“, თბილისი), ეთერ სულაშვილი („ლანჩხუთი“)

19-წლამდე გოგონათა ნაკრების მატჩების განრიგი

  • აპრილი | 17:30 | ანდორა  საქართველო
  • აპრილი | 13:00 |  საქართველო  სომხეთი
  • 11 აპრილი | 14:00 | საქართველო – სლოვაკეთი