ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასს ბათუმის „დინამო“ გადაუხდის, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს ყაზანის „რუბინთან“ აკავშირებს 2024 წლამდე კონტრაქტი, რომელიც ივნისამდე შეჩერებულია.
sport-express.ru-s ინფორმაციით, ხელფასის გადახდის გარდა, ბათუმელები კვარაცხელიას სამედიცინო დაზღვევასაც უზრუნველყოფენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა „რუბინთან“ ხელშეკრულება 24 მარტს შეაჩერა.
ფიფამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებს 30 ივნისამდე სხვა კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლის ნება დართო.





