რაფინიამ „ბარსელონასთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა

0
58

„ლიდს იუნაიტედის“ თავდამსხმელმა რაფინიამ „ბარსელონასთან“ პირადი ონტრაქტის პირობები შეათანახმა, იუწყება Sport.es.

ბრაზილიელი ფეხბურთელი „ბარსასთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ის სხვა კლუბების წინადადების განხილვას არ აპირებს, რათა ესპანურ გრანდში 2022 წლის ზაფხულში გადავიდეს.
„ლიდსმა“ რაფინია 2020 წლის ოქტომბერს ფრანგული „რენიდან“ 18,6 მილიონ ევროდ შეიძინა. მანამდე, ის ბრაზილიის „ავაიში“, ასევე პორტუგალიის „ვიტორია გიმარაეშში“ და „სპორტინგში“ გამოდიოდა.
25 წლის ბრაზილიელმა ამ სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. მას ლიდსელებთან ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს.