18-წლამდელების მძიმე სტარტი პორტუგალიის ტურნირში

0
81

საქართველოს ფეხბურთელთა 18-ლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც ლაშა ფირცხალაიშვილი წვრთნის, პორტუგალიის საერთაშორისო ტურნირში პირველი მატჩი ჩაატარა. ქართველები მასპინძელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 0:5 წააგეს. პორტუგალიელებმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ 2 გოლი გაიტანეს.
ფირცხალაიშვილის გაწვრთნილი გუნდი 27 მარტს სლოვაკეთს შეხვდებიან, ხოლო 29 მარტს – ჩრდილოეთ მაკედონია.
პორტუგალია – საქართველო 5:0 (3:0)
25 მარტი. პენაფიელი. 25 დე აბრილ რელვადუ.

საქართველო: ბერუაშვილი (კ), მორჩილაძე, დათუაშვილი, ხიზანიშვილი, გოგლიჩიძე, ნოზაძე, ეღოიანი, ჩაგანავა, ლაბაძე, ღურწკაია, იობაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი.
გოლები:
1:0 ოლივეირა (30), 2:0 ნაბიანი (39), 3:0 ფელიქსი, 4:0 გუსტავო სა (74)
მთავარი მსაჯი:
ფლავიო ლიმა.
U18 | შემადგენლობა
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (დინამო თბილისი), დავით იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ლომაია (ლოკომოტივი თბილისი).
მცველები: რომა მორჩილაძე (დინამო თბილისი), არჩილ დათუაშვილი (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), ალეკო ანანიძე (შუქურა ქობულეთი), გიორგი ქუქალია (საბურთალო), შოთა კვერენჩხილაძე (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: თემურ ნოზაძე (დინამო თბილისი), საბა კვეტენაძე (სამტრედია), გიორგი ხიზანიშვილი (საბურთალო), ჭაბუკი ლაბაძე (საბურთალო), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), ლუკა ჩაგანავა (სიონი ბოლნისი).
თავდამსხმელები: გიორგი ხაბულიანი (თელავი), დავით გოცირიძე (დინამო თბილისი), დიმიტრი ღურწკაია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ დავრაშელიძე (ლოკომოტივი თბილისი), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).

27 მარტი | საქართველო V სლოვაკეთი | პორტუგალიის ტურნირი
29 მარტი | საქართველო V  ჩრდ. მაკედონია | პორტუგალიის ტურნირი