ელგუჯა გრიგაკაშვილმა „ნავბახორში“ გადასვლის შემდეგ მიმდინარე სეზონში უზბეკეთის სუპერლიგაში პირველი გოლი გაიტანა. მე-2 ტურში „ნავბახორი“ სტუმრად „სურხონს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში მე-6 წუთზე თავური დარტყმით გახსნა. 54-ე წუთზე სტუმრებიდან მეტოქის კარი თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ფორვარდმა სერბმა ზორან მარუშიჩმა აიღო. მასპინძლებიდან ერთადერთი ბურთი 89-ე წუთზე მარკოვიჩმა მიითვალა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა.
32 წლის გრიგალაშვილი გასულ სეზონში „ქიზილქუმში“ გამოდიოდა, სადაც 23 მატჩში მეტოქეეთა კარი 9-ჯერ აიღო. მანამდე, მას პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერაში ერთ სეზონში ამდენი გოლი არასოდეს გაუტანია.





