“ტორპედოს” ფანები ცეცაძის წასვლას ითხოვენ

0
62

ქუთაისის “ტორპედოს” ფანების ფეისბუქის გვერდმა “ჩვენ ვართ “ტორპედო” განცხადება გაავრცელა, რომელშიც მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გია ცეცაძის გადადგომა მოითხოვა.
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 3 შეხვედრაში “ტორპედომ” ჯამში კატასტროფული შედეგები აჩვენა!!!
სადაც ყოველგვარი პასუხიამგებლობა ეკისრება მთავარ მწვრთნელს!!!
ეს ადამიანი არ არის ქუთაისის “ტორპედოს” დონის და რაც შეილება მალე უნდა დატოვოს გუნდი!!!
#ცეცაწადი !!! თორემ ძალით გაგიშვებთ!!!

—  განწყობა: გაღიზიანებულად”.
ფანების მოთხოვნას საფეხბურთო კლუბი “ტორპედო” ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:
შაბათს 5 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ქუთაისის “ტორპედოს” გულშემატკივარსა და კლუბის მენეჯმენტს შორის შედგება შეხვედრა ყველა დაგროვილი პრობლემის განსახილველად.

შეხვედრის შემდეგ მსურველებს ექნებათ კლუბის დახურულ ვარჯიშზე დასწრების შესაძლებლობაც”.