სიმონე ინძაგი: “პირველი მატჩში ჩატარებული ცუდი ბოლო 15 წუთის გამო დავისაჯეთ”

0
25

“ინტერის” მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “ლივერპულთან” გამართული ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი მილანური შეხვედრის ბოლო 15 წუთმა გადაწყვიტა. მან ამის შესახებ ლივერპულში მოგებული თამაშის შემდეგ განაცხადა, რომელშიც გადამწყვეტი გოლი 61-ე წუთზე არგენტინელმა ლაუტარო მარტინესმა გაიტანა.
“ლივერპულმა” პირველი თამაში სტუმრად 2:0 მოიგო და 1/4-ფინალში გავიდა.
ლივერპულში ჩატარებულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე “ინტერის” არგენტინელმა თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა გაიტანა. “ინტერმა” ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მეტოქის კარი პირველად აიღო. აღსანიშნავია, რომ 63-ე წუთზე 2 ყვითელი ბარათის მიღების გამო მილანელთა ფორვარდი ალექსის სანჩესი გააძევეს. კლოპის ხელმძღვანელობით “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მეოთხედ გავიდა. მასზე უკეთესი შედეგი ლეგენდარულ ბობ პეისლის აქვს, რომელმაც ინგლისური გრანდი ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალში 5-ჯერ გაიყვანა. მიმდინარე წელს ყველა ტურნირში “ლივერპულის” 15-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. გარდა ამისა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში “ლივერპული” სახლში პირველად დამარცხდა. მანამდე, გუნდს შინ 28 თამაშია არ წაუგია.
“ცხადია, გული ბევრ რამეზე გვწყდება. 1/8-ფინალში მთელი ჩვენი სიძლიერის ჩვენებამ გვსურდა. კენჭისყრამ “ლივერპულს” შეგვახვედრა, რომელიც “მანჩესტერ სიტისთან” და “ბაიერნთან” ერთად ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩვენ ასეთ ძლიერ მეტოქეს თანაბრად ვეთამაშეთ.
საბოლოო ჯამში, პირველი მატჩში ჩატარებული ცუდი ბოლო 15 წუთის გამო დავისაჯეთ, რადგან დანარჩენ შემთხვევაში ორი მშვენიერ შეხვედრა გავმართეთ საუცხოო მეტოქესთან. “ენფილდზე” იმისთვის ჩამოვედით, რომ თავი საუკეთესოდ წარმოგვეჩინა და ტოპ-გუნდთან შეხვედრის შემდეგ უფრო ძლიერი ვიქნებით. სანჩესი ყველაზე არასაჭირო დროს გააძევეს, როდესაც ჩვენ საუკეთესოდ ვთამაშობდით, ხოლო ისინი ყველაზე ცუდად. არ ვანანობ, რომ ის მანამდე არ შევცვალე, რადგან მოედანზე გვჭირდებოდა. ასეთ საღამოს მის შეცვლას არ გვეგმავდი. თუმცა, გული მწყდება რომ ასე მოხდა. “ლივერპული” ლაუტაროს გოლით თავზარდაცემული იყო და მსურდა მენახა კიდევ რა მოხდებოდა” – ციტირებს იტალიელ სპეციალისტს Sky Sport Italia.