„დინამომ“ „სიონს“ ლეგიონერების ხარჯზე სძლია

0
50

თბილისის „დინამომ“ მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე მატჩი მოიგო. მე-3 ტურში დინამოელებმა, რომლებსაც კახა ცხადაძე თავკაცობს ბოლნისის „სიონი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით აჯობა.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მასპინძლებმა ერთადერთი ბურთი ლეგიონერების წყალობით გაიტანეს.
65-ე წუთზე „დინამოს“ გვინეელი ლეგიონერი უსმანე კამარა მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და გადაცემა ბელარუს დმიტრი ანტილევსკის გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „დინამო“ 6 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 პოზიცაზეა.
გიორგი დარასელიას გაწვრთნილმა „სიონმა“ სეზონის სტარტზე სამიდან სამი შეხვედრა წააგო და ბოლო ადგილზეა.