გიორგი აბურჯანიამ მიმდინარე წელს „ჟილ ვისენტეს“ სასტარტო შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა. პორტუგალიის პრიმერია ლიგის 25-ე ტურში „ჟილ ვისენტემ“ „ეშტორილი“ მიიღო და გუნდები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი აბურჯანია მოედანზე პირველი წუთიდან იმყოფებოდა და მე-20 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე შეცვალეს. „ჟილ ვისენტე“ 42 ქულით 18-გუნდაინ ჩემპიონატში მე-5 პოზიციაზეა.





