ქუთაისის “ტორპედომ” მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი მოიგო. გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა მშობლიურ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გორის “დილა” მიიღო და მინიმალური ანგარიში გაიმარჯვა.
მატჩში ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე გავიდა, როდესაც ანრი ჭიჭინაძემ თავის საჯარიმოში ცუდად ითამაშა და სტუმართა მცველს ლევან მჭედლიძემ აართვა ბურთი, რომელიც ირაკლი ბუღრიძეს მიუვიდა, ხოლო ეს უკანასკნელი ჯერ იმავე ჭიჭინაძეს გაცდა, შემდეგ ალეფ სანტოსს, რასაც ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 1:0. მიუხედავად იმისა, რომ ბუღრიძე გასულ სეზონში “დილაში” გამოდიოდა, გოლი მაინც აღნიშნა. დარჩენილ დროში უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა გორელებმა ანგარიში ვერ გაათანაბრეს და “ტორპედომ” ჩემპიონატში პირველი მოგება გაიფორმა.





