ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში ტურის სიმბოლურში მოხვდა

0
26

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის K ლიგის მე-3 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. განვლილ ტურში ულსანი“, რომელშიც საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მეორე სეზონს ატარებს შინ „სუვონს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 52-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო პენალტი ვერ გამოიყენა – ბურთი კარს ააცილა. მან თერთმეტმეტრიანი წინა ტურშიც გააცუდა.
თუმცა, 67-ე წუთზე ვაკომ შეცდომა გამოსწორა, როდესაც თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ კარში თავით დარტყმა სცადა, მაგრამ ბურთი მეტოქის მცველს მოხვდა და ისევ ქართველს მიუვიდა, რომელმაც ფეხით გაიტანა.