ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურში „ვილიარეალმა“ „ესპანიოლს“ უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა. მასპინძლებიდან 4 გოლი იერემი პინომ გაიტანა. ის 19 წლის და 130 დღის ასაკში ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში პოკერის ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებლებს შორის მეოთხეა. მასზე წინ ხოსე ირარაგორი (17 წელი და 344 დღემ 1930 წელი), ხაიმე ლასკანო (19 წელი და 42 დღე, 1929 წელი) და სანტი მინა (19 წელი და 125 დღე, 2015 წელი).
პინო 1948 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშსეა, რომელმაც ესპანეთი ჩემპიონატის მატჩის პირველ ტაიმში 3 გოლი გაიტანა. მანამდე, ეს პაბლო ოლმედომ გააკეთა, რომელმაც ჰეთ-თრიქი „რეალის“ მაისურით 1948 წელს შეასრულა.
ევროპის ტოპ-5 ლიგაში პირველ ტაიმში 3 გოლი პირველმა უსმან დემბელემ მიითვალა, როდესაც ფრანგულ „რენში“ გამოდიოდა. მან ეს 18 წლისა და 296 დღის ასაკში მოახერხა. 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ, პინო მეორე მოთამაშეა, რომელმაც მსაგვსი რამ მოახერხა.
პინო „ვილიარეალის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგაში ერთ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.





