ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სტუმრად ლისაბონის „სპორტინგთან“ 5:0 მოგებული მატჩის მიუხედავად, „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვაერდიოლა თავისი გუნდის ზოგიერთი ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილო დარჩა.
„ზოგიერთმა მოთამაშემ უფრო ცუდად ითამაშა, ვიდრე შეუძლია. ჩვენ იოლ ბურთებს ვკარგავდით, მაგრამ ცივსისხლიანები ვიყავით. პირველ შვიდ წუთში დავინახეთ თუ რამდენად კარგი გუნდია „სპორტინგი“. დამიჯერეთ გუნდებს შორის სხვაობა 5:0 არაა.
ფეხბურთში ერთი წესი არსებობს – ბურთი როდესა გაქვს უნდა ეცადო არ დაკარგო, განსაკუთრებით უბრალო ვითარებაში. ჩვენ ბურთს ხშირად ვკარგავდით და ასეთ დროს როცა ევროპის საუკეთესო გუნდებს ეთამაშები, მეტოქეს კონტრშეტევის საშუალებას აძლევ. ჩვენ კიდევ უფრო უკეთესები უნდა ვიყოთ.
„სპორტინგი“ ფანტასტიკური გუნდია – პორტუგალიის ჩემპიონია. მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადავდგით. ეს მხოლოდ ერთი თამაშია, რომელშცი ფანტასტიკური შედეგი ვაჩვენეთ. თუმცა, მეოთხედფინალში გასასვლელად კიდევ ერთი მატჩი დაგვრჩა. უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია. დამიჯერეთ მართლა ძალიან მიხარია, მაგრამ შესაძლებელია რომ უფრო უკეთესები ვიყოთ“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.





