კარლო ანჩელოტი: „ჩვენ სტადიონზე სხვაგვარად ვითამაშებთ“

0
58

კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ „რეალი“ თავის მოედანზე სხვაგვარად ითამაშებს, ვიდრე ეს „პარკ დე პრენსზე“ მოახერხა. მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის თაობაზე ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად პსჟ-სთან 0:1 წაგების მერე ისაუბრა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 94-ე წუთზე კილიან მბაპემ გაიტანა.
„საუკეთესო მატჩი არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ეს დაპირისპირების მხოლოდ პირველი ნაწილია. ჩვენ სტადიონზე სხვაგვარად ვითამაშებთ. წინა ხაზში ბურთის მიწოდების პრობლემა გვქონდა, გადაცემების დროს ხშირად ვცდებოდით და პრესინგის დაძლევას ვერ ვახერხებდით. მეტოქე კარგად თამაშობდა, ხოლო ჩვენ სირთულეები გვქონდა.
მეორე მატჩში მოწინააღმდეგეზე უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, რადგან ანგარიშში ვაგებთ. ასევე ბურთით მუშაობა უფრო ზუსტადაა საჭირო. მბაპე ამჟამად ევროპაში საუკეთესო მოთამაშეა და მან თამაშის ბედი გადაწყვიტა. საპასუხო შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო კაზემირო და მენდი დაგვაკლდებიან, მაგრამ მათ შევცვლით. ჩემი აზრით, ორივე ფეხბურთელისთვის მიცემული ყვითელი ბარათი გარკვეულწილად ზედმეტი იყო, რაც მსაჯ ორსატოს ვუთხარი“ – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა Movistar-თან.